საქართველოში “კოვიდ 19”-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 805 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი და მთლიანობაში ქვეყანაში კორონავირუსი უკვე 650-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაიცვალა 13 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 2424, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.