LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, კლინიკა „გორმედი“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

446
Untitled design (1)

17 მაისს, გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმესთან დაკავშირებით კლინიკა „გორმედი“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

„ცენტრმა მოკვლევა ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა“ – გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კლინიკის ყოველი თანამშრომელი უწყვეტად და ღიად თანამშრომლობს შესაბამის კომისიასთან.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, და რომ საზოგადოებას სრულიად გამჭვირვალედ მივაწოდებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა ინფორმაციას.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მშობლების დაჟინებული თხოვნით, პაციენტი გადაყვანილ იქნა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სამინისტრომ მეყსეულად მოახერხა რეაგირება და ჩართო საქმეში სამედიცინო საქმიანობის “ხარისხისა და რეგულირების სააგენტო”.

კლინიკის ყოველი თანამშრომელი უწყვეტად და ღიად თანამშრომლობს შესაბამის კომისიასთან.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სრული პასუხისმგებლობით და ღიად გავაკეთებთ განცხადებებს, რომ საზოგადოება ყველა ეტაპზე იყოს ინფორმირებული.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მშობლებს, ახლობლებსა და ოჯახის წევრებს…”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, მცირეწლოვნის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვს ადგილობრივმა ექიმებმა სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.

როგორც „ფორტუნას“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა სააგენტომ უკვე დაიწყო.

„ექიმს ვეუბნები, ჩქარა, ცუდადაა, გადასხმა ან რამე გაუკეთეთ-თქო და მოიცადე, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო.. დედას ჩააკვდა ხელებში“ – გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები