LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

42 წლის ენ ჰეთეუეი „ოსკარ დე ლა რენტას“ ოქროსფერი კაბით „ბულგარის“ გამოფენაზე ჩინეთში

136
page

ენ ეჰეთეუეი ჩინეთში, „ბულგარის“ გამოფენის გახსნას დაესწრო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე განსაკუთრებულადაც გამოიყურებოდა.

ამ დღეს 42 წლის ენს „ოსკარ დე ლა რენტას“ ოქროსფერი, მყარი სილუეტის გრძელი კაბა ამშვენებდა. აღნიშნულ „ლუქს“ „პრინცესას დღიურების“ ვარსკვლავმა გადაწეული თმა, მკვეთრი მაკიაჟი და წითელი და ლურჯი ქვებით მორთული ყელსაბამი შეუხამა.

ცნობისთვის, გასულ წლის ბოლოს ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ეშმაკი ატარებს პრადას“ 18 წლის შემდეგ ეკრანებს უბრუნდება. ჯერჯერობით მეტი დეტალი არ არის ცნობილი, თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ აღნიშნული ფილმი წარმოუდგენელი იქნება ენისა და ლეგენდარული მერილ სტრიპის გარეშე.

„ეშმაკი ატარებს პრადას“ 18 წლის შემდეგ ეკრანებს უბრუნდება

რადიკალურად შეცვლილი ენნ ჰეთეუეი V Magazine-ის გარეკანზე პოზირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები