LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

44 წლის ანა კურნიკოვა მეოთხე შვილის მოლოდინში – ყოფილი ჩოგბურთელი მაიამიში გადაიღეს

1156
44 წლის ანა კურნიკოვა მეოთხე შვილის მოლოდინში - ყოფილი ჩოგბურთელი მაიამიში გადაიღეს

ანა კურნიკოვა, რომელიც ამჟამად ენრიკე იგლესიასისგან მეოთხე შვილს ელოდება, მაიამიში კვლავ გადაიღეს. პაპარაცებმა 44 წლის ყოფილი ჩოგბურთელი, შვიდი წლის შვილთან, ნიკოლასთან ერთად კარატეს გაკვეთილზე მიმავალი დააფიქსირეს.

კურნიკოვას ორსულობის შესახებ პირველად გასული ზაფხულის ბოლოს გახდა ცნობილი. მას შემდეგ ანა რამდენჯერმე გადაიღეს მაიამის ქუჩებში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მედიის ცნობით, 50 წლის ენრიკე და ანა წელს კიდევ ერთ შვილს ელოდებიან.

ანა კურნიკოვა და პოპულარული ესპანელი მომღერალი ენრიკე იგლესიასი 2001 წლიდან ერთად არიან. ისინი მისი მუსიკალური ვიდეოს Escape-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს.

წყვილი თითქმის 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ფარულად დაქორწინდა.

44 წლის ანა კურნიკოვა მეოთხე შვილის მოლოდინში – ენრიკე იგლესიასი საყვარელი ქალის უახლესი გამოჩენა

ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა მეოთხე შვილს ელოდებიან

25 წლიანი ურთიერთობისა და 3 შვილის შეძენის შემდეგ, ენრიკე იგლესიასმა ანა კურნიკოვაზე ფარულად იქორწინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები