გასულ კვირას, ნიუ-იორკში ახალი ფილმის „განგსტერლენდის“ პრემიერა შედგა, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებელი, პირს ბროსნანი ესწრებოდა. 71 წლის ბროსნანი წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, 61 წლის კილი შეი სმიტთან ერთად გამოჩნდა. სწორედ ის იქცა საღამოს მთავარ გმირად. კილიმ წონაში საოცრად დაიკლო. წყაროს ცნობით, მან დაახლოებით, 45 კილოგრამის დაკლება შეძლო.
პირს ბროსნანის ცოლმა 45 კილო დაიკლო და შესანიშნავ ფორმაშია
ამჯერად, წყვილი, რომელსაც მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებს, მალიბუში, რესტორანში მიმავალი გადაიღეს. კილი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა შავ შარვალსა და თეთრ პერანგში. როგორც ჩანს, მისი წონაში კლების პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.



