LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 წლის ნიკოლ კიდმანი ფერადი კაბით ბრწყინავდა (ფოტო)

108

ნიკოლ კიდმანი ნიუ-იორკში ტრიბეკას კინოფესტივალზე  მეუღლესთან ერთად მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, ფოტოგრაფების ყურადღება სწორედ 48 წლის ვარსკვლავისკენ იყო მიმართული. კიდმანი ბრწყინავდა ვერცხლისფერ კაბაში, რომლის დიზაინიც უამრავ ფერს აერთიანებდა. ეს იყო ფერთა ყველაზე გემოვნებიანი შეხამება  კინოფესტივალების ისტორიაში. საღამოს კაბას კიდმანმა ვერცხლისფერი მბზინავი ფეხსაცმელიც შეუხამა. სწორედ ამ ფორმაში პოზირებდა ის წითელ ხალიჩაზე კიტ ურბანთან ერთად.

ტრიბეკას კინოფესტივალზე კიდმანმა ფილმი „ფენგის ოჯახი“ წარადგინა, სადაც მისი პარტნიორები არიან ჯეისონ ბეიტმანი და კრისტოფერ უოკერი. ფილმი სახლში დაბრუნებულ შვილებზე მოგვითხრობს, რომლებიც საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარებული მშობლების ისტორიას იძიებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g