საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები გაიზარდა– ამას ადასტურებს ის დოკუმენტი, რომელიც მიგრაციის სამთავრობო კომისიამ გამოაქვეყნა.
დოკუმენტში, სახელწოდებით „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი“ ასახულია 2015-2018 წლების სტატისტიკური მაჩვენებლები.
ამავე დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რუსეთის 15 133-მა მოქალაქემ დაარეგისტრირა. ამ მხრივ მეორე ადგილზე ირანის მოქალაქეები არიან, მესამეზე კი – უკრაინელები. ტოპ-5-ეულში არიან ისრაელის და სომხეთის მოქალაქეებიც, რომლებმაც ასევე ყველაზე მეტი უძრავი ქონება იყიდეს ჩვენს ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ უცხოელები საკუთრების უფლებით საქართველოში, ძირითადად, ბინებს ირეგისტრირებენ.
