LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საშიში ფილმი თანამედროვე ტექნოლოგიებზე

697

გასულ კვირას კინოგაქირავებაში ფილმი „წრე“ გამოვიდა – ფილმი ინტერნეტ-კორპორაციის ტექნიკურ რევოლუციას შეეხება, რომელმაც ადამიანების ცნობიერებაში ერთგვარი გადატრიალება მოახდინა.

გთავაზობთ ფილმებს, სადაც ტექნიკური პროგრესის ბნელი მხარეებია ნაჩვენები:

 

„ვასრკვლავური ომები: განდევნილი“ (2016)

ფილმში ერთ-ერთი ბოროტმოქმედის როლს პიტერ კუშინგი ასრულებს, რომელიც 1994 წელს გარდაიცვალა. მისი სახის მიერ გაკეთებული ციფრული ასლი კი უბრალოდ სხვა მსახიობს „დაადეს“.

ციფრული ასლები – თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი მთავარი ფობიაა: ბევრი სტუდია მსახიობთან კონტრაქტს სწორედ იმ პირობით აფორმებს, რომ მისი სახლის ციფრულ ასლს გადაიღებს.

ცნობილი ფაქტია, რომ ტომ კრუზმა, რომელიც იძულებული გახდა ფილმ „ობლივიონისთვის“ საკუთარი სახის ორეული შეექმნა, ყველა დუბლიკატი გაანადგურა, ხოლო ერთადერთ ეგზემპლარს ის ყველასგან საიდუმლო ადგილას ინახავს.

 

ის (2013)

სპაიკ ჯონსის ფილმი მელანქოლიური მწერლის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ოპერაციული სისტემა შეუყვარდა – ბუნებრივია ბედნიერი დასასრულის ყოველგვარი შანსის გარეშე. ფილმი აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტერელქტი სრულიად მარტოს ტოვებს ადამიანს. „ის“ – ერთი შეხედვით წყნარი, მაგრამ რეალურად საშიში ფილმია, რომელიც იმ სიყვარულზე მოგვითხრობს, რომელიც არასოდეს რეალობად არ იქცევა.

 

„წაშალე მეგობრები“ (2015)

ყველაზე მძიმე ფილმი ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილ ტექნოლოგიებზე. ფილმი „სკაიპის“ საშუალებით მოზარდის მკვლელობას შეეხება. ინტერნეტს ახსოვს ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი – სწორედ ამაში მდგომარეობს თანამედროვე ციფრული სამყაროს მთავარი ტრაგედია.

 

„სტრინგერი“ (2014)

ჯეიკ ჯილენჰოლმა ამ როლისთვის 15 კილოგრამი დაიკლო. ის დადის ღამის ლოს-ანჯელესში და იღებს საშინელ დანაშაულებს, რათა შემდეგ მასალა ადგილობრივ გამოცემებს მიყიდოს. მისი გმირი გადაიქცევა მონსტრად, რომელიც ყველაფერზე მიდის, რათა სენსაცია მოიპოვოს.

 

„წრე“ (2017)

ფილმი გიგანტურ კორპორაციაზეა, რომელიც კეთილდღეობის სანაცვლოდ ადამიანების ტოტალურ თვალთვალს გულისხმობს. ექპსერიმენტი საკმაოდ ცუდ შედეგებს მოიტანს.

 

„შავი სარკე“ (2011)

ფილმში ნაჩვენებია სამყარო, სადაც ადამიანები ერთმანეთს რეიტინგს უწერენ, რომელიც პირდაპირ მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და ხშირად ფატალურადაც სრულდება. „შავი სარკე“ მომავალში პესიმიზმით იყურება, რაც ფილმში სრულიად ლოგიკურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები