LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„50 ლარმა დამიღუპა შვილები… ათას საზიზღრობებს ლაპარაკობენ, ისინიც ხომ დედები არიან?! ხომ უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს დედისთვის 2 შვილის დაკარგვა – ჩემი შვილები ჩემზე მეტად არავის ეწვის“ – საქველმოქმედო ფონდი ზუგდიდში დაღუპული ტყუპების ოჯახისთვის თავშესაფარს ეძებს

2012
ტრაგედია ზუგდიდში

ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 2 მცირეწლოვანი ტყუპი ძმების სიცოცხლე შეეწირა, ბავშვების დედა საქველმოქმედო ფონდ – „შეცვალე სიყვარულით“ ჩაწერილ ინტერვიუში იხსენებს.

როგორც დაღუპული ბავშვების დედა იხსენებს, მომხდარის [ხანძრის გაჩენის] დღეს, 11 აგვისტოს ელექტროენერგია ჩაუჭრეს, რის გამოც 12 აგვისტოს, მეორე დილით სამუშაოდ – თხილის საკრეფად წავიდა.

დედა ამბობს, რომ იმ დღეს, გვიან ღამემდე მუშაობდა, რომ თხილი გაეყიდა, რადგან ელექტროენერგიის თანხა უნდა გადაეხადა და ბავშვებისთვის საკვები მიეტანა.

„როდესაც უკან დავბრუნდი, ეს ამბავი [ხანძარი] უკვე ჩამთავრებული იყო, ცეცხლი გაჩენილი იყო სანთლის შუქიდან. პირველ რიგში, მინდა ტყუპებისთვის სასაფლაო გავაკეთო… ის, რაც სიცოცხლეში ვერ გავუკეთე, ახლა გავუკეთო, მეტი არაფერი… ჩემს შვილებს ვერაფერი ვეღარ დამიბრუნებს, მაგრამ ამას მაინც გავაკეთებ მათთვის…

რომ მივედი, პირდაპირ მომახალეს, რომ შენი შვილები დაიღუპნენ, დაიხოცნენ, ცეცხლში დაიწვნენო… უძლური ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი, გავქვავდი, რა მექნა, არ ვიცოდი…

„ყველამ ვნახეთ და მოვისმინეთ… უმძიმესად მოსასმენი! თუმცა ვერავინ პასუხობს, სად არის ამ დროს საზოგადოება, როცა ბავშვებს შიათ და სიბნელეში ცხოვრობენ!“ – რაზე წერს ჟურნალისტი მარი ჩიტაია

ახლა ჩემი ძმის სახლში, ძიმითში [სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში] ვცხოვრობ, მაგრამ იქ ხომ სულ ვერ გავჩერდები, მასაც მისი ოჯახი აქვს. სასწრაფოდ თავშესაფარი მესაჭიროება, ჩემი ნინიკოსთვის და საბასთვის.

50 ლარმა დამიღუპა შვილები, რომ მცოდნოდა ასე მოხდებოდა, არსად წავიდოდი, ვიჯდებოდი მათთან სახლში, არაფერს არ მოვიმოქმედებდი… ბევრს შეეძლო, რაიმე ემოქმედა, უფროსები რომ გარეთ გამოვიდნენ, შველას ითხოვდნენ [ბავშვები] ჩემი ძმები ცოცხლები არიან და გადაგვარჩენინეთო…

კარი მოუხურეს, გამოდით, თქვენც დაიწვებით, აღარ შეხვიდეთო. სხვებიც ხომ იქ იყვნენ, ხომ შეეძლოთ შესულიყვნენ და გამოეყვანათ, ტყუპები გადაერჩინათ, მაგრამ თავი არავინ შეიწუხა…

„მე ვარ მარტოხელა ქალის დედისერთა შვილი… სანამ არაფერი ვიცით ოჯახზე მეზობლების კომენტარების გარდა, თავი შეიკავეთ იმ ქალის განსჯისგან, „ბავშვები სახლში მარტო როგორ დატოვა“, როცა მის ფეხსაცმელებში არ გიცხოვრიათ ერთი დღეც კი“ – რას წერს ჟურნალისტი ნინა ბაიდაური

პირიქით, სხვა რაღაცების ლაპარაკი დაიწყეს, რომ დედა „საგულაოდ“ იყოო… დღესაც მეტყობა ხელებზე ნამუშევარი, „ტკვაჩები“ მქონდა. ტალახიანი, ჭუჭყიანი დავბრუნდი, დასისხლიანებული ხელებით და თქვეს, დედა ბათუმში, „საგულაოდ“ იყო წასულიო, „მოგულავე“ რომ ვყოფილიყავი, რომ არ მიმეხედა შვილებისთვის, სოციალური სამსახური როგორ დამიტოვებდა.

ვიდეო: „მშობლები დღეს წავიდნენ, დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა, ტყუპები 5 წლისები იყვნენ… უფროსი ბავშვები კიოდნენ, კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა,“ – რას ჰყვებიან მეზობლები ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

კვირაში სამჯერ მამოწმებდნენ, ისეთ დროს მოდიოდნენ რომ არ ვიცოდი. ათას საზიზღრობებს ლაპარაკობენ, ისინიც ხომ მშობლები არიან, დედები არიან?! ხომ უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს დედისთვის 2 შვილის დაკარგვა… ხომ უნდა ხვდებოდნენ, რომ გამწარებულ დედაზე ასეთები არ უნდა ილაპარაკონ, ჩემი შვილები ჩემზე მეტად დღეს არავის არ ეწვის.“ – ამბობს დაღუპული ტყუპების დედა.

ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოების დაჟინებული თხოვნით, ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას ზუგდიდში გარდაცვლილი, მცირეწლოვანი ტყუპების, და-ძმისთვის საცხოვრებელი სახლის თანხა შეაგროვოს.

მათივე ცნობით, გაბუნიების ოჯახი ახლა, საცხოვრებლის გარეშეა და ისინი თავს დროებით ბიძასთან აფარებენ.

„შვიდი ტკივილიანი დღე გავიდა და მეზობლების ლანძღვა-გინების მეტი არაფერი მესმის… მშიერ-მწყურვალ ბავშვებს, მეზობლები რომ შეძლებისდაგვარად არაფერს ვაკლებდით, ჩვენზე მეტად გინდოდათ ასეთი სიყვარულით სავსე ბავშვების გადარჩენა?“ – მეზობელი ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

ცნობისთვის, 11 აგვისტოს ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, მცირეწლოვანი ტყუპი ძმების სიცოცხლე შეეწირა. ისინი ქობულეთში არიან დაკრძალული.

საქველმოქმედო ფონდი – „შეცვალე სიყვარულით“ ქობულეთის ტერიტორიაზე, გირაოთი, 15 000 დოლარის ფარგლებში სახლს ეძებს. მათი განცხადებით, თანხა უშუალოდ სახლის მეპატრონეს ჩაერიცხება.

„ბუნებრივია გაფორმდება გირავნობის ხელშეკრულება დედის სახელზე და საჯაროდ დაიდება ყველა დოკუმენტი. ფონდი არ იტოვებს არცერთ თეთრს და მათ შორის არ პროცენტს. მეგობრებო, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ.“ – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • საქველმოქმედო ზარი

0901200128

  • ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან

http://paypal.me/Changeupwithlove

დანიშნულებაში მიუთითეთ – ,,და-ძმისთვის”

მიმღები: ფონდი „შეცვალე სიყვარულით“

#GE33TB7074636080100038

GE33TB7074636080100038

#GE57BG0000000570219037

პოპულარულები