ლონდონში ლეონარდო დიკაპრიოს ახალი ფილმის, Battle by Battle ფოტოსესია გაიმართა. მსახიობი კამერების წინაშე კოლეგებთან, შონ პენთან, ბენისიო დელ ტოროსთან, ჩეის ინფინიტისთან და ტიანა ტეილორთან ერთად პოზირებდა.
50 წლის დიკაპრიომ, რომელიც უკვე ორი წელია სუპერმოდელ, ვიტორია ჩერეტის ხვდება, საყვარელი ქალი არც ამჯერად გამოაჩინა. მარტო იყო ღონისძიებაზე მისული შონ პენიც. ის ახლა 30 წლის მოლდაველ მოდელს, ვალერია ნიკოვიას ხვდება.


