LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

54 წლის ულამაზესი კლაუდია შიფერი ჭრელი საზაფხულო კაბით ნიუ-იორკში გამოჩნდა

295
54 წლის ულამაზესი კლაუდია შიფერი ჭრელი საზაფხულო კაბით ნიუ-ორკში გამოჩნდა

ფოტოგრაფებმა 90-იანი წლების სუპერმოდელი, კლაუდია შიფერი, ნიუ-იორკში გადაიღეს. 54 წლის ვარსკვლავი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ჭრელი ფერის საზაფხულო კაბაში, რომელიც მზისგან დამცავ სათვალესთან და გაშლილ ქერა თმასთან ჰქონდა შეხამებული.

კლაუდიას არ უყვარს აქსესუარები, ამიტომ ამჯერად მინიმალურით შემოიფარგლა. მის ანსამბლს სადა სანდლები, ჩალისფერი ჩანთა და ოქროსფერი სამკაული ამშვენებდა.

კლაუდია შიფერმა ცოტა ხნის წინ გააფორმა კონტრაქტი სააგენტო IMG Models-თან და როგორც მოდელი გვპირდება, წინ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება.

53 წლის კლაუდია შიფერი, საყვარელ კატასთან ერთად, „ვოგის“ გარეკანზე პოზირებს

ფოტო: 53 წლის კლაუდია შიფერმა 29 წლის წინანდელი „ვერსაჩეს“ კაბა მოირგო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები