LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

56 წლის სინდი კროუფორდი სანტა-მონიკას ქუჩებში უმაკიაჟოდ გამოჩნდა და ის მაინც მშვენიერია

186
Untitled.pngjhghg

90-იანების ტოპ-მოდელი, სინდი კროუფორდი კვლავინდებურად ფორმაშია. მეტიც, 56 წლის ვარსკვლავს სულაც არ მოსწონს ყოველდღიურად მაკიაჟის გამოყენება, ამიტომ ხშირად ყოველდღიურ ფორმაში სეირნობს და არც „მეი-ქაფს“ იყენებს.

ამჯერად სინდი სანტა-მონიკას ქუჩებში გამოჩნდა. ვარსკვლავს ჯინსის შარვალი, საზაფხულო ფეხსაცმელი და მაისური ამშვენებდა. ყოველდღიურ „ლუქს“ კროუფორდმა გაშლილი თმა და მზის სათვალე შეუხამა.

„ის ისევ ღვთაებრივია“, „შესანიშნავად გამოიყურება“, – წერენ აღფრთოვანებული ინტერნეტმომხმარებლები.

ორი ფოტო 27 წლის სხვაობით – 56 წლის სინდი კროუფორდი საცურაო კოსტიუმში 1995 წელს და ახლა

„არ შემაწუხოთ“ – 56 წლის სინდი კროუფორდის უახლესი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები