65 წლის ტოპ-მოდელმა, სინდი კროუფორდმა „ვალენტინობაზე“ „ინსტაგრამზე“ ფოტოკოლაჟი გაავრცელა. მან გამომწერებს თავისი საძინებლიდან დიდი სანახაობა მოუწყო. ვარსკვლავი ატლასის წითელო პიჟამასა და მაქმანებიან საღამურში პოზირებს, ხელში კი შუშხუნა ღვინო უჭირავს.
„თქვენ შეგიძლიათ იყოთ ისეთიც და ასეთიც“, – ასე დაასათაურა პოსტი სინდიმ.
შეგახსენებთ, რამდენბიმ თვის წინ მოდელმა Haute Living-ის გარეკანი დაამშვენა.
„ტრენერი მე ამ წელს დავიქირავე, ის მე ძირითადად დროის შესახებ მესაუბრება, სწორედ ეს საკითხი მაწუხებს ყველაზე მეტად. გამუდმებით საათს ვუყურებ, მუდამ დროს ვაკონტროლებ. დიახ ეს შუახნის კრიზისია“, – ამბობს სინდი.
ნახევრად შიშველი სინდი კროუფორდი „ვოგის“ გარეკანზე – 56 წლის ლამაზმანი შავ სამოსში ანათებს