ვენსან კასელსა და ნარა ბაპტისტას პირველი საერთო შვილი შეეძინათ. 57 წლის მსახიობი და 27 წლის მოდელი ვაჟის მშობლები გახდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ თავად კასელმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. ფოტოთი ვიგებთ, რომ წყვილმა შვილს კაეტანო დაარქვა.
„გამოიცანით ვინ არის აქ, 2025 წლის 7 იანვრიდან? მან უკვე გაიღვიძა, არის ჯანმრთელი. ის აღსავსეა სიყვარულითა და პოეზიით. სამყაროში ყველაზე მაგარი ბიჭია“, – წერს კასელი.
ცნობისთვის, კასელს მონიკა ბელუჩისთან და ტინა კუნაკთან ქორწინებებიდან, სამი ქალიშვილი ჰყავს.
პირველი გვარის გამგრძელებლის მოლოდინში – ვენსან კასელის ორსული შეყვარებულის „შიშველი ფოტოსესია“
ვენსანის და ნარას შობა – კასელის ორსული შეყვარებული ფოტოებს ავრცელებს