LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის დიჯეიმ გინესის რეკორდი მოხსნა – 10 დღე გაუჩერებლად უკრავდა

137
6576

59 წლის იტალიელი დიჯეი ფაბერ მორეირა გინესის ახალი რეკორდსმენია. მუსიკოსი 10 დღისა და 4 საათის განმავლობაში უკრავდა თავის სეტს. ახალი რეკორდის შესახებ ინფორმაცია გინესის წიგნის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

დიჯეი ფაბერმა დაკვრა 15 მაისს დაიწყო და 26-ში დაასრულა. სცენაზე მას ჰქონდა ყველა საჭირო ნივთი, საკვები, სასმელი, საჭირო ოთახი და საწოლიც კი. იტალიელს უფლება ჰქონდა ყოველი საათის ბოლოს 5 წუთით შეესვენა, ძილისთვის კი მხოლოდ 15-15 წუთი ჰქონდა გამოყოფილი.

დიჯეი სიფხიზლისთვის არ იყენებდა არაფერს, არ ეწეოდა, არ სვამდა ალკოჰოლს თუ ყავას. მიქშერთან რომ არ ჩასძინებოდა, მას მუდმივად აკვირდებოდა რამდენიმე ადამიანი და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ აფხიზლებდა კიდეც.

საინტერესოა, რომ წინა რეკორდის ავტორი დიჯეი ნორბერტო ლოკოა, რომელიც სეტს 200 საათის განმავლობაში უკრავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები