LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის ჰალი ბერიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მეოთხედ ქორწინდება და ნიშნობის ბეჭედიც გამოაჩინა

144
page

59 წლის ჰალი ბერიმ დაადასტურა, რომ მეოთხედ ქორწინდება. ოსკაროსანმა მსახიობმა 55 წლის შეყვარებულს, ვან ჰანტ უკვე ოფიციალურად მისცა თანხმობა.

ნიშნობის შესახებ ბერიმ თავად ისაუბრა ჯიმი ფელონის შოუში, სადაც აღნიშნა, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში მისი პირადი ცხოვრების გარშემო გაუგებრობა შეიქმნა.

მსახიობის თქმით, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მან ვან ჰანტის ქორწინების შეთავაზებაზე უარი თქვა, თუმცა რეალობა სრულად სხვაგვარია.

„მე არა არ მითქვამს. უბრალოდ ქორწილის თარიღი ჯერ არ დაგვიგეგმავს. რა თქმა უნდა, კი ვთქვი“, – სიცილით აღნიშნა ჰოლიმ პირდაპირ ეთერში.

შოუზე მსახიობმა ნიშნობის ბეჭედიც აჩვენა, რითაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ წყვილი ქორწილისთვის ემზადება.

ცნობისთვის, ჰალი და ვანი ერთად უკვე წლებია არიან. ინსაიდერების ცნობით, წყვილი საცრად ბედნიერია.

„ჩრდილში დარჩენას არ ვაპირებ, ვიქნები უფრო ხმამაღალი, ვიდრე ოდესმე!“ – 59 წლის ჰალი ბერის თამამი „ლუქები“ და განცხადებები გამოცემა The Cut-თვის

ვიდეო: ჰალი ბერი უხერხულ კადრებს გვიზიარებს – 58 წლის მსახიობის სახალისო ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

58 წლის ჰალი ბერი „შიშველი კაბით“ – მსახიობი წითელ ხალიჩაზე რჩეულთან, ვან ჰანტთან ერთად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები