ცხოვრების ჯანსაღი წესი გულის დაავადებების, დიაბეტის, შფოთისა სხვა ქრონიკული დაავადებების საუკეთესო პრევენციაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება – იმუნიტეტის გაძლიერებაა.
იმუნური სისტემა ორგანიზმს ინფექციებისა და დაავადებებისგან იცავს. ის მნიშვნელოვანია როგორც გრიპისა და გაციების, ასევე ბევრად სერიოზული დაავადებების, მაგალითად კიბოსთან ბრძოლის დროს.
ჩვენი იმუნური სისტემა საკმაოდ კომპლექსურია და ბევრი ფაქტორის გავლენას განიცდის. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა გზები, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
კარგად იკვებე
კარგი კვება, ხილით, ბოსტნეულით და სხვა ჯანსაღი პროდუქტით დაბალანსებულ რაციონს ნიშნავს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ზედმეტი ცხიმების, ქოლესტერინის და მარილის შეზღუდვა.
იყავი აქტიური
რეგულარული ფიზიკური აქტივობა თავს უკეთ გაგრძნობინებს, გაგიუმჯობესდება ძილი და შემცირდება შფოთვა.
შეინარჩუნე ჯანსაღი წონა
წონის მატება დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. წონის შენარჩუნებისთვის კი მნიშვნელოვანია არამხოლოდ სწორი კვება, არამედ სტრესის შემცირება, ძილი და ვარჯიში.
ძილი
ძილის ნაკლებობა ნეგატიურ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე და უამრავი გართულების გამოწვევა შეუძლია.
უარი თქვი თამბაქოზე
მოწევა სხეულს დაავადებებთან ბრძოლაში ნაკლებად წარმატებულს ხდის. თამბაქო იმუნური სისტემის პრობლემების რისკს ზრდის.
მოერიდე ბევრ ალკოჰოლს
ალკოჰოლი იმუნურ სისტემას ასუსტებს.