LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„60 ვარდი, ჩემი სამეფო გოგოს 60 წლის იუბილეზე“ – როგორ მიულოცა პირს ბროსნანმა საყვარელ მეუღლეს დაბადების დღე

761
page

პირს ბროსნანის საყვარელ მეუღლეს, კილი შეის 60 წლის შეუსრულდა. ამ დღეს „ბონდის გოგომ“ მეუღლისგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო. ბროსნანმა მას 60 წითელი ვარდი მიართვა. მოგვიანებით ფოტო „ინსტაგრამზე“ გაავრცელა, ემოციურ პოსტში კი მათი გაცნობის მომენტი გაიხსენა.

„60 ვარდი, ჩემი სამეფო გოგოს 60 წლის იუბილეზე. რა ბედნიერი ვარ, რომ მაშინ იქ ვიჯექი, როცა შენ კობო-სან-ლუკასის კუთხეში შემოუხვიე“, – წერს მსახიობი.

„ჯეიმს ბონდის გოგო ძველ ფორმებს უბრუნდება“ – პირს ბროსნანი და მისი საყვარელი მეუღლე თეატრში გადაიღეს

ცნობისთვის, პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი უკვე 22 წელია ერთად არიან. სმიტისა და ბროსნანის წყვილი ყველაზე ერთგულ და სამაგალითო წყვილად ითვლება ჰოლივუდში. მიუხედავად იმისა, რომ ბროსნანი კილიმდე ორჯერ იყო დაქორწინებული, 70 წლის მსახიობი ამბობს, რომ ნამდვილი სიყვარული სწორედ 2001 წელს იპოვა, როცა კილი შეი სმიტი გაიცნო.

ნამდვილი სიყვარული ასეთია – პირს ბროსნანისა და მისი საყვარელი მეუღლის 22 წლიანი იდილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები