“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ დღესასწაული შედგეს, ქალაქი წელსაც მოირთვება და იქნება ლამაზი, მოკრძალებული”- ეს განცხადება თბილისის მერმა საახალწლო სამზადისის შესახებ გააკეთა.
“ვაპირებთ ასევე, საახალწლო სოფლის გაკეთებას,ოღონდ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე. რაც შეეხება თანხას, დაახლოებით, 600 000 ცოტა მეტი იხარჯება საახალწლო ილუმინაციებისთვის”- განაცხადა კალაძემ “იმედის” ეთერში და ამასთან, განმარტა, რომ დემონტაჟის დროს ილუმინაციების ზიანდება და მათი განახლება აუცილებელია.
ამასთან, კალაძის მტკიცებით, ერთადერთი მიმართულება, რომელსაც პანდემიის პირობებში თანხები არ მოუკლიათ, ეს არის ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები.