გასულ კვირას, Madame X -ის ფარგლებში, Palladium-ის დარბაზში გამართულ მადონას კონცერტზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.
მოულოდნელად, მუსიკა გაითიშა და რკინის ფარდამ დაშვება დაიწყო, რომელიც 9 ტონას იწონიდა. საბედნიეროდ, ფარდის დაშვების პროცესი შუაში შეჩერდა და არავინ დაშავებულა. აღნიშნულმა ფაქტმა პოპ-ვარსკვლავი საოცრად გაანაწყენა.
ვიდეო: ინციდენტი მადონას კონცერტზე და განრისხებული პოპ-ვარსკვლავი
შოუს დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მოულოდნელად მუსიკა გამოირთო და რკინის ფარდამ დაშვება დაიწყო, რომელიც 9 ტონას იწონის
სულ რამდენიმე დღის წინ კი მადონას კომპოზიციამ I Don’t Search I Find „ბილბორდის“ საცეკვაო ჩარტები პირველად დაიპყრო.
თუმცა, როგორც ჩანს, პოპ-ვარსკვლავისთვის პრიორიტეტული მაინც პირადი ცხოვრებაა, ვალენტინობაზე მადონამ ყველა საქმე გადადო და დღე თავის 25 წლის „სათამაშო ბიჭუნასთან“, აჰლამალიკ უილიამსთან ერთად გაატარა.
პაპარაცებმა ისინი იტალიური რესტორნიდან გამოსულები დააფიქსირეს. მადონა მშვენივრად გამოიყურებოდა, მას ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა.