LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

61 წლის ნიკოლას ქეიჯის საოცარი გარდასახვა როლისთვის, სადაც ის ლეგენდარულ მწვრთნელს განასახიერებს

180
61 წლის ნიკოლას ქეიჯის საოცარი გარდასახვა როლისთვის, სადაც ის ლეგენდარულ მწვრთნელს განასახიერებს

ნიკოლას ქეიჯი გადასაღებ მოედანზე ახალი იმიჯით გამოჩნდა. 61 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა ატლანტაში, ჯონ მადენის NFL-ის დიდების დარბაზში სიტყვით გამოსვლის სცენა გააცოცხლა, ქეიჯი ახალ ბიოგრაფიულ ფილმში სწორედ ლეგენდარული მწვრთნელის როლს ასრულებს.

მადენი 1970-იან წლებში „ოაკლანდ რაიდერსის“ მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდი 1976 წელს პირველი სუპერ ბოულის მოგებამდე მიიყვანა. 1979 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ, ის საფეხბურთო თემის გაშუქების მთავარი ფიგურა გახდა, რადგან სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში კომენტატორად მუშაობდა. მადენმა თანამდებობიდან პენსიაზე გასვლის შესახებ 2009 წელს განაცხადა და 2021 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ასევე გულშემატკივრების საყვარელი ვიდეოთამაშის, Madden-ის სახელის მატარებელია.

გადასაღებ მოედანზე კრისტიან ბეილიც საოცრად შეცვლილია, ის ალ დევისის როლს ასრულებს. დევისი, რომელიც დიდების დარბაზში 1992 წელს შეიყვანეს, მადენის ახლო მეგობარი და „რეიდერსის“ ყოფილი მფლობელი იყო. ის 2011 წლის ოქტომბერში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უბერებელი ნიკოლას ქეიჯი – მსახიობი „კასაბლანკას“ ახალ სარეკლამო ფოტოსესიაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები