62 წლის ლეგენდარული რეჟისორი კვენტინ ტარანტინო, „კანის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, 41 წლის დანიელა პიკთან ერთად გამოჩნდა. მეუღლეები წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ. დანიელა შეუდარებელი იყო „რობერტო კავალის” საღამოს კაბაში, ფესტივალის საკონკურსო პროგრამა სწორედ კავალის წვეულებით გაგრძელდა.
დანიელა პიკის საღამოს კაბა მთლიანად მაქმანებისგან იყო შექმნილი და ულამაზეს თვლებით იყო გაფორმებული. ტარანტინო და პიკი 2018 წლიდან ერთად არიან და ქორწინებიდან მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.
A$AP Rocky კანის კინოფესტივალზე ორსულ რიანასთან ერთად მივიდა

