ყველასთვის საყვარელი აგენტი, მალდერი პოპულარული სერიალიდან „საიდუმლო“ მასალები“, დაქორწინდა. მსახიობ დევიდ დუხოვნის რჩეული მონიკა პენდლბერია. 64 წლის მსახიობმა 33 წლის გოგონა დესერტების მაღაზიაში სტუმრობისას გაიცნო, მონიკა იქ კონსულტანტად მუშაობდა.
წყვილი უკვე რვა წელია ერთადაა და დაქორწინება ახლა გადაწყვიტეს. დუხოვნი 1997-დან 2014 წლამდე მსახიობ თეა ლეონიზე იყო დაქორწინებული. წყვილს ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

