LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 რჩევა: როგორ შევამციროთ დანახარჯი საწვავზე

55

მძღოლების უმეტესობისთვის ალბათ არ იქნება უცხო, ის რჩევები, რომლებსაც მოცემულ ტექსტში წაიკითხავს, თუმცა დღევანდელი კრიზისული მდგომარეობიდან თუ ვიმსჯელებთ, დამეთანხმებით, რომ საწვავის ეკონომია ერთ-ერთი ძირითადი გამოსავალია ჩვენი ხარჯების შესამცირებლად.

 

მოდით ერთად გადავავლოთ თვალი თუ რას გვთავაზობენ სხვა და სხვა მძღოლები:

 

ყურადღება მიაქციეთ აეროდინამიკას

კარგი აეროდინამიკა, გვეხმარება შევამციროთ საწვავის მოხმარება. თუ კი ჩვენი ავტომობილი აღჭურვილია ველოსიპედის სამაგრით, სახურავზე მოთავსებული ბარგის სამაგრით ან სხვა მსგავსი დამატებითი აქსესუარებით, მისი დემონტაჟი, აუცილებლად შეგვიმცირებს საწვავის მოხმარებას. თუ რაღათქმაუნდა ასეთი დეტალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნება.

 

ხშირად გავწმინდოთ ავტომობილი

მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ სალონში არ ეყაროს ისეთი ნივთები, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა გადაგვეგდო. ასეთი ნივთები, მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებს ავტომობილს, რის შედეგადაც შეიძლება მიზერულად, მაგრამ გაზრდილ საწვავის მოხმარებამდე მივყავართ.

 

შეამოწმეთ  საბურავები

ნახევრად დაშვებული საბურავები, არა მარტო საავარიო სიტუაციის შანსს, არამედ საწვავის მოხმარებასაც ზრდის. შესაბამისად აუცილებელია მუდამ ვაკონტროლოთ წნევა საბურავებში, დაშვებული საბურავი დაახლოებით 3%-მდე ზრდის საწვავის მოხმარებას.

 

სწორად გამოვიყენოთ კონდიციონერი

კონდიციონერი ან კლიმატ-კონტროლი ავტომობილში შეუცვლელია. მაგრამ არ ღირს მისი გამოყენება მუდმივად. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი გაგრილებისას სისტემას შეუძლია 1 ლიტრი საწვავი დაწვას 100 კმ-ზე. ასე რომ, იზრუნეთ იმაზე, რომ კონდიციონერი დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ.

 

გამოვრთოთ ძრავი საცობში

თუ ჩვენი ქალაქის პირობებში, როგორღაც მოვახერხეთ და მოვხვდით საცობში, წინასწარ განსავსაზღვროთ როდის გვიწევს მოძრაობის გაგრძელება და როდის არა. ასეთი გათვლა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ავტომობილი დროებით მაინც ჩავაქროთ. რაც, თქვენ წარმოიდგინეთ და, საკმაოდ ამცირებს საწვავის მოხმარებას.

 

წინასწარ შეადგინეთ მარშრუტი

ასეთი დაგეგმარებით ჩვენ შეგვეძლება თავიდან ავიცილოთ საცობებში დგომა. გარდა ამისა, შეგვიძლია შევამციროთ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი მანძილი. რაც პირდაპირპროპორცილია საწვავისა და ჩვენი ხარჯების ეკონომიისათვის.

 

იარეთ ფეხით

დაბოლოს. ეცადეთ ბევრი ისეირნოთ ფეხით, ეს არა მარტო ამცირებს ხარჯებს, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები