72 წლის მსახიობი კიმ ბესინგერი სპეციალურ კინოჩვენებას დაესწრო, რომელიც 1984 წელს გადაღებულ ფილმს The Natural ეძღვნებოდა. ღონისძიების მთავარი მიზანი ფილმის მთავარი ვარსკვლავის, ჰოლივუდის ლეგენდის, რობერტ რედფორდის ხსოვნის პატივისცემა იყო. ბესინგერის გამოჩენა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა, მსახიობი იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში და მისი ყოველი გამოჩენა მედიისთვის მოვლენად იქცევა. ღონისძიებაზე იგი ელეგანტური, შავი ტონალობის სამოსით წარდგა, რაც საღამოს სერიოზულ განწყობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.
რობერტ რედფორდის 5 შესანიშნავი ფილმი, რომელიც ყოველ ჯერზე ახლიდან შეგიძლია ნახოთ
ფილმი The Natural ერთ-ერთ საკულტო ნამუშევრად ითვლება სპორტული დრამის ჟანრში და სწორედ ამ პროექტმა დააკავშირა ბესინგერი და რედფორდი ერთ ეკრანზე. სპეციალურ ჩვენებაზე დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ საღამო სავსე იყო ნოსტალგიით, ემოციითა და ჰოლივუდის „ოქროს ეპოქის“ მიმართ პატივისცემით. კიმ ბესინგერის ეს გამოჩენა ბევრისთვის გახდა შეხსენება იმ ეპოქისა, როდესაც კინო არა მხოლოდ შოუ, არამედ ლეგენდის შექმნის სივრცე იყო .



