ამ დღეებში პაპარაცებმა 72 წლის რობერტ დე ნირო თავის უმცროს ქალიშვილთან, ჰელენთან ერთად ველოსიპედით სეირნობის დროს დააფიქსირეს.
მიუხედავად თავისი ასაკისა, მსახიობი არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაშია. ის აქტიურად არის დაკავებული სპორტით და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დროს შვილებისთვისაც ნახულობს.
შეგახსენებთ, რომ 4 წლის ჰელენი რობერტს ყოფილი ბორტგამცილებლისგან, გრეის ჰაიტაუერთან ჰყავს. მის გარდა წყვილი ვაჟიშვილს, ელიოტს ზრდის.
