LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

74 წლის ოზი ოსბორნმა და მისმა მეუღლემ, კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის საკულტო იმიჯი გაიმეორეს

558
page

მსოფლიომ ჰელოუინი იზეიმა. ჰოლივუდში გამართულ სხვადასხვა წვეულებაზე უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლეგენდარული როკ-მუსიკოსის, ოზი ოსბორნისა და მისი მეუღლის, შერონის გამოჩენა.

კოსტიუმების შერჩევას საკულტო წყვილი იუმორით მიუდგა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ დღეს 74 წლის ოზიმ და 71 წლის შერონმა ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტისა და მის მეუღლის, ბიანკა ჩენსორის იმიჯი გაიმეორეს.

ოზი შავებში იყო გამოწყობილი, მას თავს კაპიუშონი უფარავდა. შერონს კი ბიანკას მსგავსად კრემისფერი „ლეგინსები“ ეცვა, მის „ლუქს“ იისფერი ბალიში ასრულებდა.

„გინახავთ კანიე უესტის შეფუთული თავი? მე ცოლი ვიქნები, ოზი კი კანიე ვესტი იქნება“, – გაიხუმრა შერონმა.

„პირდაპირ საწოლიდან“, „ბალიში გამოჰყვა“ – კანიე უესტი და ბიანკა ჩენსორის მორიგი ეპატაჟური გამოჩენა

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ის უკვე წლებია „პარკინსონის“ დაავადებას ებრძვის, მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი ოპერაციაც გადაიტანა.

ისინი არ დანებდებიან! – ოზი და მიშელ ოსბორნების უთბილესი ფოტო სახლიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები