LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

75 წლის ნახევრად შიშველი ვერა ვანგი „ბაფტას“ წითელ ხალიჩაზე

302
ვერა ვანგი

ვერა ვანგმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, როცა საქმე გენეტიკას ეხება. 75 წლის დიზაინერი ბრიტანული კინოს „ბაფტას“ დაჯილდოებაზე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. ის შეუდარებელი იყო ლონდონის სამეფო ფესტივალის ჰოლში, როცა ნახევრად შიშველი პოზირებდა წითელ ხალიჩაზე. მას მინიატიურული ტოპი, ქვედაბოლოსთან ჰქონდა შეხამებული.

ატლასის თეთრი ქვედაბოლო შავი დეტალებით ვანგმა ტყავის ქურთუკს შეუხამა, რომელიც წითელ ხალიჩაზე ჯერ ხელში ეკავა, შემდეგ კი, შემოიცვა. 75 წლის დიზაინერმა მეტი დამაჯერებლობისთვის სათვალეც გაიკეთა, რომელიც მის ლუქს კლასიკურიდან ავანგარდულში გადასული სტილის ელფერს აძლევდა.

„ასაკი დაეტყო“ – 75 წლის ვერა ვანგის ექსტრავაგანტური გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

„ასეთი კაშკაშა ლუქებში სასაცილოდ გამოიყურება“ – 74 წლის ვერა ვანგს ასაკთან შეუსაბამო სტილისთვის აკრიტიკებენ

„არცერთი ნაოჭი და არც პლასტიკური ოპერაციების კვალი“ – 74 წლის ვერა ვონგის შოკისმომგვრელი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები