რიჩარდ გირმა მადლიერების დღე მადრიდში გამართულ ღონისძიებაზე, Elle for Future Awards-ზე გაატარა, სადაც ის წითელ ხალიჩაზე უსაყვარლეს მეუღლესთან, 41 წლის ალეჰანდრა სილვასთან ერთად იმყოფებოდა.
მეუღლეებმა ფოტოსესიისთვის არჩევანი შავი ფერის სამოსზე გააკეთეს. გირი შავ სმოკინგში იყო გამოწყობილი, მისი მეუღლე კი – შავ საღამოს კაბაში ბრწყინავდა, რომელიც ულამაზესი ვარდებით იყო მოქარგული. გირი თვალს ვერ აშორებდა სილვას წითელ ხალიჩაზე, საინტერესოა, რომ 41 წლის ალეჰანდრამ იმიჯი შეიცვალა და ამჯერად მოკლე ვარცხნილობით გამოვიდა ფოტოგრაფებთან.
რიჩარდ გირი და ალეჰანდრა სილვა 2014 წლიდან ერთად არიან, მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ. მეუღლეები უკვე რამდენიმე წელია, საცხოვრებლად სილვას სამშობლოში, ესპანეთში გადავიდნენ.
75 წლის რიჩარდ გირმა წითელ ხალიჩაზე 33 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად რომანტიკული შოუ მოაწყო