LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

79 წლის შერი ახალ ტრენდს აჰყვა – ბაიკერული იმიჯი და „ლაბუბუ” ჩანთაზე

131
79 წლის შერი ახალ ტრენდს აჰყვა – ბაიკერული იმიჯი და „ლაბუბუ“ ჩანთაზე

შერი ნიუ-იორკში, ტრიბეკას კინოფესტივალზე ახალი ფილმის „ჩემი დედა ჯეინი“ პრემიერას დაესწრო. ამ შემთხვევისთვის, ოსკარის მფლობელმა მსახიობმა ბაიკერებისგან შთაგონებული იმიჯი შექმნა და დღეს ასე პოპულარული „ლაბუბუს“ აქსესუარების მიმდინარე ტენდენცია აიტაცა. შარვალი მან გრძელმკლავიან ზედასთან შეახამა, რომელზეც კომიქსების პერსონაჟები იყო გამოსახული სხვადასხვა ფერებში, შავ-თეთრით დაწყებული ლურჯი, ყვითელი და წითელი ფერებით დამთავრებული. გრძელმკლავიან პერანგზე შერს შავი ტყავის ჟილეტი ეცვა, რაც მას უფრო ექსცენტრულ იერს სძენდა.

79 წლის მომღერლის იმიჯის მთავარი ელემენტი „ლაბუბუს“ აქსესუარი იყო, რომელიც მის შავ ჩანთაზე იყო მიმაგრებული. ჩინური სათამაშოების მწარმოებელის, Pop Mart-ის მიერ წარმოებული ეს აქსესუარები პოპულარობით სარგებლობს 2025 წლის დასაწყისიდან.

შერი სად არის? – 39 წლის ალექსანდერ ედვარდსმა 78 წლის საცოლე Coachella-ზე არ წაიყვანა

ფოტო/ვიდეო: შერით აღფრთოვანებული კევინ კოსტნერი 78 წლის არტისტს თვალს ვერ წყვეტს და აღტაცებას ვერ მალავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები