LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ისტორია ჰოლივუდის ყველაზე კეთილ და სევდიან ვარსკვლავზე

234

კიანუ რივზი ჰოლივუდის მსახიობების დიდი ნაწილისგან მკვეთრად განსხვავდება. მისი ცხოვრების უბრალო და თავმდაბალი წესის გამო კი ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი ადამიანია.

გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს იდუმალებით მოცულ მსახიობზე, რომლის გამოც ის თქვენში კიდევ უფრო მეტ პატივისცემას დაიმსახურებს:

  • რივზი პრობლემურ ოჯახში დაიბადა: მამამ ისინი მაშინ მიატოვა, როდესაც კიანუ 3 წლის იყო, მოგვიანებით მამა ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით დააკავეს. დედასთან ერთად ის ჯერ ავსტრალიაში, ხოლო შემდეგ აშშ-ში ცხოვრობდა. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მამინაცვალი გამოიცვალა. კიანუს ხშირად უწევდა სკოლის შეცვლაც, რაც საკმაოდ დიდ სირთულეს ქმნიდა. ბავშვობიდან ის ჰოკეისტობაზე ოცნებობდა, თუმცა ხელი ტრავმამ შეუშალა.
  • საყვარელი ქალი, ჯენიფერ საიმი, რივზმა ავტოკატატროფის შედეგად დაკარგა, ცოტა ხნით ადრე კი მათ შვილი მოუკვდათ. მას შემდეგ რივზს სერიოზული ურთიერთობები არ ჰქონია. მისი საუკეთესო მეგობარი, რივერ ფენიქსი, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.
  • ამბობენ, რომ მსახიობი უარს ამბობს როლებზე, სადაც მისი პერსონაჟი ზედმეტად ბოროტია. თავის დროზე, რივზმა თავისი ჰონორარი 2 მილიონი დოლარით შეამცირა, რათა ალ პაჩინოს ფილმში „ეშმაკის ადვოკატი“ ეთამაშა. მოგვიანებით ასევე მოიქცა ჯინ ჰეკმანის გამოც.
  • კიანუს უმცროს დას ლეიკემია ჰქონდა. „მატრიცადან“ აღებული სოლიდური თანხა მან მის მკურნალობას მოახმარა და დაავადებასთან ბრძოლის ფონდშიც გადარიცხა.
  • მსახიობს არ ჰყავს პირადი დაცვა, მისი დანახვა მეტროში ხშირად არის შესაძლებელი, თუ საჭირო გახდა, ქალბატონს ადგილსაც დაუთმობს.

  • 5 წლის წინ, საკუთარ დაბადების დღეზე, კიანუმ იყიდა პატარა კექსი და ყავა და ნებისმიერ გამვლელს მისთვის მილოცვა შეეძლო.
  • ერთხელ, მის ეზოში შემთხვევით მოხვდა ორი ბიჭი. მსახიობი „Mietallica”-ს უსმენდა და მოტოციკლს აკეთებდა. ბიჭებმა მას ჰკითხეს, როგოს გასულიყვნენ მთავარ ქუჩაზე, საიდანაც ტაქსით წავიდოდნენ. კიანუმ კი, მას შემდეგ, რაც გზა მიასწავლა, ბოდიში მოუხადა, რომ თავად არ შეეძლო მათი დანიშნულების ადგილამდე მიყვანა.
  • და ბოლოს, გახსოვდეთ მისი სიტყვები: „ფოტომ შესაძლოა სიტყვაზე მეტი გითხრათ, მაგრამ არცერთი მათგანი არ იქნება სიმართლე. მე სრულიად ბედნიერი ადამიანი ვარ“.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები