80 წლის ვენდი ჰეიზელმა და 83 წლის პოლ ჰეიზელმა ერთმანეთი სუპერმარკეტში გაიცნეს, 3 თვის შემდეგ კი ჯვარი დაიწერეს. ემოციური ისტორია Metro-მ გაავრცელა.
ვენდისა და პოლის სავაჭრო ურიკები ერთმანეთს ბრიტანეთის ერთ-ერთ მაღაზიაში დაეჯახა. პენსიონერებს ერთმანეთი ადრეც ყავდათ ნანახი, რადგან ისინი ერთ კომპლექსში ცხოვრობდნენ, თუმცა ერთმანეთს არ იცნობდნენ.
საბედისწერო დაჯახების შემდეგ პოლმა ვენდი ვახშამზე დაპატიჟა და პირველი პაემანიც შედგა. „მე სიყვარულს არ ვეძებდი და ბოლო 30 წლის განმავლობაში, მარტოობაშიც ბედნიერად ვცხოვრობდი. შემდეგ პოლს შევხვდი. თავიდანვე მივხვდი, რომ ერთმანეთს გავუგებდით, ჩვენს შორის პირველივე წამიდან გაჩნდა ქიმია“, – ამტკიცებს პენსიონერი.
3 თვიანი პაემნების შემდეგ პოლმა ვენდის ხელი სთხოვა. ქალმა მამაკაცის წინადადება მიიღო და წყვილმა ჯვარი დაიწერა. ახალდაქორწინებულები თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ და პირველი საერთო შობისთვის ემზადებიან.