LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„80 წლის ასაკში მოპოვებული თავისუფლება“ – 25 წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის პოსტები „ინსტაგრამიდან“

2522
page

გასულ კვირას მედიაში ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. წყაროს ცნობით, 25 წლიანი ქორწინების შემდეგ, მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი განქორწინების ზღვარზე იმყოფებიან.

„მისი ასაკი კეტრინისთვის დისკომფორტის მიზეზი გახდა“ – კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი 25 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან

ეს ამბავი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა მედიაში უკვე მოიპოვეს დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ წყვილი ქონებას ყიდის. მათ ბერმუდის კუნძულებზე არსებული საკუთრება გასაყიდად გამოიტანეს, ასევე ეძებენ მყიდველს ნიუ-იორკში მდებარე პენტჰაუზზე, გასაყიდად ასევე გამოტანილია სახლი მაიორკაზე და ასევე, ნიუ-იორკში მდებარე საგვარეულო საცხოვრებელი, სადაც ისინი 2019 წლიდან ცხოვრობენ.

ყოველივე ამის შემდეგ, წყვილი აგრძელებს სოციალურ ქსელში აქტიურობას. „ზოროს“ ვარსკვლავმა, „ინსტაგრამზე“ სერიალის, „უენსდეის“ კადრები გაავრცელა, მაიკლმა კი ფოტოები და ვიდეოები ლაშქრობიდან, სადაც ის თავის მეგობრებთან ერთად იმყოფება.

„80 წლის ასაკში, მოპოვებული თავისუფლება“, – ასე აფასებენ მედიაში დუგლასის ფოტოს.

სიყვარულით აღსავსე თვალები და 24 წლიანი ქორწინება – 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 80 წლის მაიკლ დუგლასი წითელ ხალიჩაზე ერთად ბრწყინავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები