რობერტ დე ნირო, წელს „კანის კინოფესტივალის” საპატიო სტუმარი გახლდათ. მას პრიზი კინემატოგრაფში განვითარებული განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცეს. ამდენად, 81 წლის ვარსკვლავის გამოჩენას ჟიურიც და მაყურებელიც სულმოუთქმელად ელოდა.
„ოსკაროსანი” დე ნირო „კანის კინოფესტივალის” გახსნის ცერემონიაზე მეუღლესთან, 45 წლის ტიფანი ჩენთან და ქალიშვილთან, ჰელენთან ერთად გამოვიდა. კლასიკურ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი დენიროს ანსამბლს ბაფთა ასრულებდა, მისი მეუღლე ტიფანი კი, შავი ფერის კაბაში ბრწყინავდა. მეუღლეები ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ ფოტოგრაფებთან.
მედიაში წერენ, რომ 81 წლის დე ნირო ფოტოებზე დაღლილი და შეწუხებული ჩანდა.
რობერტ დენიროს ემოციები, როცა საპატიო „პალმის რტო” მას ლეონარდო დიკაპრიომ გადასცა




