81 წლის მეგობრებმა მსოფლიოს შვიდივე კონტინენტის მოვლა ზუსტად 80 დღეში შეძლეს. უსაყვარლესი ისტორია NBCNEWS-მა გაავრცელა.
ქალბატონების თქმით, მოგზაურობას უკვე დიდი ხანია გეგმავდნენ, თუმცა პანდემიამ მათი გეგმები შეცვალა. ელი და სენდი 20 წელზე მეტია მეგობრობენ და ამ წლების განმავლობაში არაერთი პატარა თავგადასავალიც მოასწრეს.
მსოფლიოს მოვლა მათი ყველაზე დიდი მიზანი იყო, ამიტომ ამისთვის ბევრი წელი, რუდუნებით ემზადებოდნენ.
მეგობრებმა სტარტი იანვარში აიღეს და პირველი გაჩერება ანტარქტიდა იყო. ელი და სენდი ყოველ ნაბიჯს გამომწერებს უზიარებდნენ და საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოიპოვეს.
ხანდაზმული დაქალები ბევრი ადამიანისთვის იქცნენ მაგალითად იმის, რომ შეუძლებელი არაფერია და ოცნებების ასასრულებლად გვიანი არასდროსაა.