83 მომხრე, 0 წინააღმდეგი – „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
პროექტი დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ წარუდგინა. კანონპროექტის განხილვის დროს ყველაზე მეტი შეკითხვა „სავალდებულო მკურნალობის“ შესახებ დაისვა.
ექიმი-ნარკოლოგი: „ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა ყველაზე ეფექტური მაშინ არის, როდესაც ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და მოტივირებულია, იძულებითი მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტების დიდი ნაწილი რეციდივს განიცდის და ისევ უბრუნდება ნარკოტიკს“
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სავალდებულო მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“.
მმართველი გუნდის წევრებმა არჩილ გორდულაძემ და მამუკა მდინარაძემ განმარტეს, რა შემთხვევაში შეეძლება მოსამართლეს „სავალდებულო მკურნალობის“ გამოყენება:
ლადო ბოჟაძე: „ნარკომომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიმართ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ იგეგმება“
ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტში სესიაზე დღეს პირველი მოსმენით გავა.
„მინდა, განმარტებისთვის გავაკეთო ერთი განცხადება – სავალდებულო მკურნალობა დაენიშნება პირს მოსამართლის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ მას ამავე დროს ჩადენილი აქვს დანაშაული და სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახედ სავალდებულო მკურნალობა დამატებით დაენიშნება. მაგალითად, 273-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც განმეორებით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში ჩაიდინა და ამავდროულად მოსამართლემ მიიჩინია ექსპერტიზის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომ მას სავალდებულო მკურნალობა უნდა დაენიშნოს მისი და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დროს ენიშნება. ამავე დროს თუ ჩაიდინა სხვა ნარკოტიკული დანაშაული – შეძენა, შენახვა და ა.შ. მოხმარებაზე საერთოდ არ აქვს ბრალი წარდგენილი, არც ადმინისტრაციულადაა დაჯარიმებული, მაგრამ, მაგალითად, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ისაა მომხმარებელი, არის მძიმედ დაავადებული და ა.შ, ამ შემთხვევაში მოსამართლეს დისკრეციული უფლებამოსილება ექნება, დამატებითი სასჯელის სახით დაუნიშნოს სავალდებულო მკურნალობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დავით მათიკაშვილი: „სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება – ის ადამიანები, რომლებიც ზომების გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან!“
„შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან“
„ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ მდინარაძის განცხადების საპასუხოდ განმარტა, რომ „მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს სისხლის სამართლის მოსამართლეს ექნება დისკრეცია, რომ თუნდაც 273-ე, 260-ე თუ სხვა გადაჯგუფებულ მუხლებთან დაკავშირებით, როდესაც არის მომხმარებელი, მხოლოდ და მხოლოდ ამ მომხმარებელზე იქნება შესაძლებელი დამატებითი სასჯელის სახით იყოს გამოყენებული სავალდებულო მკურნალობა“:
„დიახ, ბატონო მამუკა, ასეა, მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს სისხლის სამართლის მოსამართლეს ექნება დისკრეცია, რომ თუნდაც 273-ე, 260-ე თუ სხვა გადაჯგუფებულ მუხლებთან დაკავშირებით, როდესაც არის მომხმარებელი, მხოლოდ და მხოლოდ ამ მომხმარებელზე იქნება შესაძლებელი დამატებითი სასჯელის სახით იყოს გამოყენებული სავალდებულო მკურნალობა, ხოლო სავალდებულო მკურნალობა რა წინაპირობებში უნდა იყოს გამოყენებული, ეს უკვე გადასაწყვეტია კონკრეტულ მოთხოვნებზე, მაგალითად, შესაძლებელია, ერთ-ერთი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა იყოს და მათ შორის ამ პიროვნების სუბიექტური მომენტი, ბევრი დეტალი და ამ დეტალების განხილვის შემდეგ მოსამართლეს ექნება დისკრეციული უფლებამოსილება, გამოიყენოს სასჯელად სავალდებულო მკურნალობა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. ასევე, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი“ – ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მკაცრდება
პარლამენტში წარდგენილია რვა კანონპროექტი, მათ შორისაა ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში.
ცნობისთვის, ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის – მათ შორის არის „სისხლის სამართლის კოდექსი“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა.
პირველი მოსმენით მიღებულ კანონის პროექტში ასახული იქნება მოსამართლის დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის მიხედვით, ნარკოდამოკიდებულ პირს, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს, სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახედ დამატებით სავალდებულო მკურნალობა დაენიშნება.
ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტით, ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა იმიჯნება და პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება – იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადები.
„სიკვდილის თავიდან აცილება, პრაქტიკულად შეუძლებელია“ – მომაკვდინებელი ნარკოტიკები ბაზარზე და კვლავ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა
რა არის ფენტალინი; რამდენად საშიშია მისი მოხმარება და რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით – აღნიშნულ თემებზე „ფორტუნასთან“ სამედიცინო სფეროსა და დარგში მომუშავე სპეციალისტებმა ისაუბრეს.
სასჯელის ზომები მკაცრდება როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნისთვის, ასევე გასაღებისთვის.
ასევე მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
შალვა პაპუაშვილი: „ნარკოლოგიური შემოწმება ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – არ ვიცი, ჩააბარეს თუ არა ნარკოტესტი ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ“
„ჩვენი კანონმდებლობით, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობას იწყებს ან მუშაობს, ყველა ვალდებულია, რომ ნარკოტესტი გაიაროს.“
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა ასევე გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას და მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას – 3 წლის ვადით.
განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. აგრეთვე განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.