LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

88 წლის მამაკაცმა და ქალბატონმა გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ იქორწინეს

109
e50fc72ab51d77685a4cafccc9b35ef1

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას შტატში 88 წლის წყვილმა იქორწინა. ამის შესახებ People წერს.
ვაიონა მოსიმ და ჯიმი ეშლიმ ოჯახის შექმნა გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტეს. ქორწილი ახლო მეგობრებისა და ნათესავების წრეში გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდა ვაიონას შვილიშვილი თავისი მეუღლით. მათი თქმით, ახალდაქორწინებულებმა სტუმრებს უცეკვეს და შემდეგ ერთმანეთს ამბორიც აჩუქეს.

წყვილმა ერთმანეთი ტაძრის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გაიცნო. ვაიონა მსგავსი შეხვედრების კოორდინატორი იყო, ჯიმი კი ამ შეხვედრებს ახალი ნაცნობების საპოვნელად ესწრებოდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხუცები დამეგობრდნენ და ერთად დროის გატარება დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ ჯიმიმ თავისი შვილებისგან ქორწინებაზე კურთხევა მიიღო. მან ქალს ხელი იმავე ცენტრში სთხოვა და შეყვარებულისგან თანხმობაც მიიღო.

„მათი ისტორია – მშვენიერი მტკიცებულებაა იმის, რომ ოცნების ასასრულებლად ან სიყვარულის საპოვნელად გვიანი არასდროსაა“ – ფიქრობს ვაიონას შვილიშვილი, რომელიც ბებიის გადაწყვეტილებამ ძალიან გააბედნიერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები