LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

900-მდე ბავშვია პანსიონებში, სიღარიბის გამო ოჯახისგან მათი დაშორება არ შეიძლება: Unicef-ის სოციალური მომსახურებების პროგრამის ხელმძღვანელი

68
BeFunky-collage (18)

ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით 900-მდე ბავშვია დიდი ზომის ინსტიტუციებში და მათთანაც მნიშვნელოვანია არსებობდეს გეგმა, როგორ მოხდება ჩანცვლება ოჯახური და თემზე დაფუძნებული ზრუნვით, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” Unicef-ის სოციალური მომსახურებების პროგრამის ხელმძღვანელმა, თიკო ცერცვაძემ განაცხადა.

ის გუშინ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. გარდაიქმნება თუ არა პასნიონატი საოჯახო ტიპის სახლად, ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია.

თიკო ცერცვაძის განცხადებით, ვიზიტის მიზანი დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობის დაწყება იყო. სხვა კონკრეტული დეტალები არ შეთანხმებულა.

“ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების აშენებას, მითუმეტეს ნინოწმინდის ტეიტორიაზე და იმ პერსონალის ჩართულობით, რომელიც ნინოწმინდაშია,  გაეროს ბავშვთა ფონდი არ განიხილავს. აქ საუბარია იმაზე, რომ შეფასდეს ბავშვები და მათი მხარდაჭერა დროულად განხორციელდეს. შესაძლებელი გახდეს მათი ოჯახებში დაბრუნება ან ოჯახურ გარემოში განთავსება. თანამშრომლობა დაიწყო ინსტიტუციონალიზაციის პროცესის თაობაზე. ბავშვთა უფლებათა კოდექსი ავალდებულებს სახელმწიფოს შექმნას დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა”. – განაცხადა თიკო ცერცვაძემ.

“Unicef”-ის სოციალური მომსახურებების პროგრამის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუცია დაუშვებელია და არ შეესაბამება საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტს. მეტიც, თიკო ცერცვაძე ამბობს, რომ მსგავს ინსტიტუციებში ბავშვების მოხვედრისა და ოჯახისგან დაშორების მიზეზები სათანადოდ არ არის გამოკვლეული, რის გამოსასწორებლად, პრევენციის მიზნით, “Unicef”-ი სამომავლოდ სიღრმისეული კვლევის ჩატარებას აპირებს.

“დიდი ზომის დაწესებულებები არ არის კეთილსაიმედო გარემო ბავშვებისთვის. ინსტიტუციური ზრუნვა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ვერ ხერხდება ინდივიდუალური ზრუნვა და საჭიროებებზე ფოკუსირება.

ასეთი დაწესებულება ვერ ამზადებს ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ვერ აძლევს იმ უნარებს, რაც მათ სჭირდებათ. საერთაშორისო სტანდარტი ცალსახად ამბობს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციები არ უნდა არსებობდეს და ისინი უნდა ჩანაცვლდეს ოჯახური სერვისებით.

ბავშვის დაშორება ოჯახისგან არ შეიძლება მოხდეს ისეთი გარემოს გამო, როგორიცაა სიღარიბე და ეკონომიკური სიდუხჭირე. ეს დაუშვებელი გარემოებებია. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ასეთი დიდი ზომის ინსტიტუციებში სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო ხვდებიან. ბავშვის ოჯახში შენარჩუნებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ”.- აღნიშნა თიკო ცერცვაძემ.

“Unicef”-ის სოციალური მომსახურებების პროგრამის ხელმძღვანელი “ფორტუნას” ეთერში ეხმაურება „პარტნიორობა ადამიანის უფლებების“ წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ ეჭვსაც იმის თაობაზე, თითქოს World Vision-მა და გაეროს ბავშვთა ფონდმა, სამინისტროს და საპატრიარქოს შესთავაზეს „იმავე შენობაში, იმავე ტერიტორიაზე, იმავე ადამიანებმა დიდი ზომის ბავშვთა სახლი აქციონ მცირე საოჯახო ტიპის სახლებად და ასე შეინარჩუნონ პანსიონატი“.

კატეგორიულად ვუარყოფთ, UNICEF-ს არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რაც ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოა – გაეროს ბავშვთა ფონდი ანა არგანაშვილს პასუხობს

“გაეროს ბავშვთა ფონდის პოზიცია არის, რომ ბავშვები არ უნდა იზრდებოდნენ დიდი ზომის დაწესებულებებსა და ინსტიტუციებში. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რასაც კონვეცნია გვეუბნება და ჩვენც წლებია ადვოკატირებას ვუწევთ ამ პრინციპს.

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში 2005 წლიდან იწყება. რაც შეეხება ნინოწმინდის კონტექსტს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს. ვიცით, რომ ნაწილი გამოყვანილია პანსიონიდან, თუმცა მათთაც სჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან მათთვისაც დრამატული ცვლილება იყო. ახლა მთელი რესურსი და ყურადღება უნდა გადავიდეს იქითკენ,რ ომ ვინც ოჯახში დაბრუნდა, ყველაფერი გაკეთდეს ამ ოჯახების გაძლიერებისთვის, რათა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ არ გახდეს მათი ინსტიტუციონალიზაცია ან ოჯახთან დაშორება საჭირო

ძალიან მნიშვნელოვანია ნინოწმინდის პანსიონში მყოფი ბავშვების შეფასება, მათი ოჯახების მდგომარეობის და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა, შესაძლებელია თუ არა მათი ოჯახებში დაბრუნება. Unicef-ისთვის ეს არის პრიორიტეტი.

პირველ რიგში, ყველა რესურსი უნდა წარიმართოს იმისკენ, რომ ბავშვი დაბრუნდეს ოჯახში, ამისათვის საჭიროა ამ ოჯახებთან კონტაქტი, მუშაობა, მათი გაძლიერება. სადაც ეს შესაძლებელი არ არის, საჭიროა ისეთი ტიპის მომსახურებებში გადაყვანა, რომელიც გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ჩვენი რეკომენდაციით ეს არის მინდობითი აღზრდა, რადგან ეს არის ოჯახური გარემო. მას შემდეგ რაც ყველა რესურსი ამოიწურება, ჩვენ ამ პრიორიტეტს ვუჭერთ მხარს”- განაცხადა თიკო ცერცვაძემ გადაცემაში “კვირის თემა”.

ცნობისთვის, 8 ივნის UNICEF-მა მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს მთავრობას რათა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს.

გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა მთავრობას ბავშვების ოჯახურ ზრუნვაში გადაყვანის პროცესში დაეხმაროს

 

magti 5g