„სიცრუის დეტექტორის“ მორიგი სტუმარი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე მეანგინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე იყო.
არსენ გვენეტაძემ კითხვაზე, ადამიანების უმრავლესობას სექსუალური განათლება აკლია, დადებითად უპასუხა.
„სექსუალური განათლება რომ არ უნდოდეს რომ ჰქონდეს, ასეთი შემთხვევა არ იქნება.
ადრე ქუჩაში მეზობელ ბიჭს თუ ჰკითხავდი, დღეს მეტი შესაძლებლობაა სექსუალური განათლების მიღების. კი ამან, ცოტა გადახრებიც გამოიწვია, მაგრამ სექსუალური განათლების უფრო მეტი შესაძლებლობაა“, – აღნიშნავს გვენეტაძე.