7 აპრილს, ბოჭორმის ქუჩა №12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაღუპულებს შორის არის 24 წლის რატი საგანელიძე. მას ხვალ, 11 აპრილს დაკრძალავენ.
„არ ვაპირებ საჯაროდ ჩემი ძმის დატირებას, მინდა ყველას ისეთი ბედნიერი, მომღიმარი და ლაღი გახსოვდეთ, როგორიც იყო.
სადაც არ უნდა იყო, ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნები. პირობას გაძლევ გეყოლება და რომლითაც სულ იამაყებ“, – წერს რატი საგანელიძის და.
არ ვაპირებ საჯაროდ ჩემი ძმის დატირებას, მინდა ყველას ისეთი ბედნიერი, მომღიმარი და ლაღი გახსოვდეთ როგორიც იყო. სადაც არ უნდა იყო ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნები. პირობას გძლევ გეყოლება და რომლითაც სულ იამაყებ🤍
Posted by Ana Saganelidze on სამშაბათი, 09 აპრილი, 2024
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.