LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს მზე ასე დაბნელდა 90-იანების მე-18 კორპუსელებისთვის..იმ ავბედითი აფეთქებისას, გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ჩვენი მეზობელი სამი შვილის მამა, ლევან ჯეირანაშვილი“ – რას წერენ „ბეთლგრა­უნ­დის“ სას­რო­ლეთ­ში ტრაგიკულად დაღუპულ კაცზე

1842
ლევან ჯეირანაშვილი

7 აპ­რილს ბო­ჭორ­მის ქუ­ჩა­ზე, მა­ღა­ზია „ბეთლგრა­უნ­დის“ სას­რო­ლეთ­ში მომ­ხდარი აფეთ­ქე­ბის ერთ-ერთი მსხვერპლი ლევან ჯეირანაშვილია.

ლევან ჯეირანაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ოჯახის ახლობელი, მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

„გუშინ, იმ ავბედითი აფეთქებისას, გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ჩვენი მეზობელი, ჩვენი მეგობრების შვილი და ჩვენი შვილების მეგობარი, ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა, ლევან ჯეირანაშვილი. 90-იანი წლები ერთმანეთს გადავატანინეთ, ერთად ვზიდეთ პირადი და საზოგადო ტვირთი. შვილებს ერთმანეთი შევაყვარეთ…

ერთ სკოლაში სწავლობდნენ. დილით ერთ „ნივაში“ ქაფშიებივით ეწყობოდა 9 ბავშვი. Ერთ რამედ ღირდა მერე სკოლის ეზოში ამათი იმ „ნივიდან“ ჩამოცლა: ჯერ ყველაზე პატარა თეკლა, მერე მიყოლებით:  დედუნი, ელისო, ირაკლი, ბაისო, ილია, ნინო, ლევანი…ლევანი ყველაზე უფროსი იყო. დღეს მზე ასე დაბნელდა 90-იანების მე-18 კორპუსელებისთვის.

ნანა, გურამ, თქვენთან ერთად დავტირით ჩვენს ღიმილის ბიჭს.

ნათელი დაუმკვიდროს უფალმა!“ – წერს მარინე ბერიძე.

7 აპ­რილს ბო­ჭორ­მის ქუ­ჩა­ზე, მა­ღა­ზია „ბეთლგრა­უნ­დის“ სას­რო­ლეთ­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას 3 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა – ორი მათ­გა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო კი­დევ ერთი ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ. მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­და­იც­ვალ­ნენ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­სა და კო­დო­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, პოლ­კოვ­ნი­კი იური ლო­მი­ძე, რო­მე­ლიც „ბეთლგრა­უნ­დის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და 24 წლის ახალ­გაზ­რდა რატი სა­გა­ნე­ლი­ძე.

ამჯერად, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა კი­დევ ერთი გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა. ის 3 შვილის მამა ლევან ჯეირანაშვილია.

„ბოჭორმის ქუჩაზე დაღუპულ მონაწილეთა რიცხვს კიდევ ერთი პროფესიონალი სამხედრო, 2008 წლის ომის გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა“ – გენერალი გოგი თათუხაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები