LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოჭორმის ქუჩაზე დაღუპულ მონაწილეთა რიცხვს კიდევ ერთი პროფესიონალი სამხედრო, 2008 წლის ომის გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა“ – გენერალი გოგი თათუხაშვილი

365
იური ლომიძე

გენერალი გოგი თათუხაშვილი ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ფაქტს 2008 წლის ომის გრმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა.

თათუხაშვილი ოჯახსა და ლომიძის თანამოსამსახურეებს უსამძიმრებს და წერს:

„სამწუხაროდ კოდორის სპეცოპერაციის დაღუპულ მონაწილეთა რიცხვს კიდევ ერთი პროფესიონალი სამხედრო, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა. 2008 წლის ომის გმირი.

საუბარია ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ გაურკვეველ ვითარებაში მომხდარ აფეთქებაზე.

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან

ვიზიარებ ოჯახის, თანამებრძოლების, თანამოსამსახურეების მწუხარებას. „გრუზინების“ კვალი იმდენად აშკარაა, არაა და და დარწმუნებული ვარ არც დაიდება მართალი დასკვნა მომხდარის შესახებ.

ასევე ნახეთ

რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კიდევ ერთხელ ვწუხვარ ღირსეული ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო.

როდემდე ?“- წერს გოგი თათუხაშვილი.

ცნობისთვის, ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში აფეთქება გუშინ მოხდა.

გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელია.

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

სამწუხაროდ კოდორის სპეცოპერაციის დაღუპულ მონაწილეთა რიცხვს კიდევ ერთი პროფესიონალი სამხედრო, პოლკოვნიკი იური ლომიძე…

Posted by Gogi Tatukhashvili on Sunday 7 April 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები