LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, არ ვიცი, ჩემმა ანგელოზმა ამ მოკლე ხანში, ამდენი სიყვარული სად დააგროვა.. მეამაყება ასეთი შვილის დედა რომ მქვია“ – „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში ტრაგიკულად დაღუპული რატი საგანელიძის დედა

427
რატი საგანელიძე

7 აპრილს, ბოჭორმის ქუჩა №12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 24 წლის რატი საგანელიძე.

ახალგაზრდა ბიჭი გუშინ უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა მოქალაქეებს თანადგომისთვის საჯარო მადლობას უხდის.

„ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, ვინც მიცნობთ, იცით რომ არ გამოვირჩევი პოსტების წერით, არ ვიცი, ამდენი სიყვარული რით დავიმსახურე ან ჩემმა ანგელოზმა ამ მოკლე ხანში ამდენი სიყვარული სად დააგროვა

ყველას დიდ მადლობას გიხდით ჩემი გვერდში დგომისთვის, ყველას ვერ გიპასუხეთ  მიყვარხართ და მეამაყება ასეთი შვილის დედა რომ მქვია“, – წერს რატი საგანელიძის დედა და შვილის ერთ-ერთ ვიდეოს გვიზიარებს.

მშვიდობით დე მალე შევხვდებით და ძალიან ძალიან ჩაგეხუტები ისე შენ რომ გიყვარდა💔💔💔♥️😭😭😭😭😭😭😭

Posted by Maka Xinchagishvili on ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2024

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან

„ბოჭორმის ქუჩაზე დაღუპულ მონაწილეთა რიცხვს კიდევ ერთი პროფესიონალი სამხედრო, 2008 წლის ომის გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძე შეეწირა“ – გენერალი გოგი თათუხაშვილი

„დღეს მზე ასე დაბნელდა 90-იანების მე-18 კორპუსელებისთვის..იმ ავბედითი აფეთქებისას, გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ჩვენი მეზობელი სამი შვილის მამა, ლევან ჯეირანაშვილი“ – რას წერენ „ბეთლგრა­უნ­დის“ სას­რო­ლეთ­ში ტრაგიკულად დაღუპულ კაცზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები