LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ცივილიზაციის თასი“ – ბრიტანული Channel 4-ი საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს უჩვენებს

192
Channel 4

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ცნობილმა ისტორიკოსმა და ტელეწამყვანმა ბეთანი ჰიუზმა სატელევიზიო გადაცემისთვის „Treasures of the World“ საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა. 46 წუთიანი ფილმის პრემიერა 20 აპრილსაა დაგეგმილი.

ფილმში სახელწოდებით „საქართველო ცივილიზაციის თასი“ ბეთანი ჰიუზი აღწერს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არქეოლოგიურ მასალებს, ქვეყნის კულტურულ საგანძურს, ციხე-კოშკებს, ტაძრებსა და ქართულ ანბანს.

ბეთანი ჰიუზი მაყურებელს აცნობს ლეგენდას ოქროს საწმისის შესახებ, სვანურ კოშკებს, სვანეთის ეკლესიებში დაცულ შუასაუკუნეების ხატებს, ვარძიაში მდებარე თამარის ფრესკას, ხერთვისის ციხეს, ძველი თბილისის არქიტექტურას და დმანისში აღმოჩენილ უძველეს არქეოლოგიურ ნიმუშებს.

ფილმში ასევე მოთხრობილია ქართული ღვინის წარმოების რვაათასწლიანი ისტორია და ამბები პოლიფონიური სიმღერებისა და კულინარიული ტრადიციების შესახებ.

გადაცემა „Treasures of the World“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ 2021 წლიდან მზადდება და პოპულარულია როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში.

magti 5g