LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს” – სახდეპი

168
BeFunky-collage - 2024-04-17T222803.539

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე.

,,ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით, რომ ამ კანონპროექტს, თუ ის ძალაში შევა, სტიგმატიზაცია შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ასევე, შეუძლია მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაციას.

ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალიზმი, მედია ორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე”, – განაცხადა პატელმა. [ინტერპრესნიუსი]

,,დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება” – აქციის ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს ერთ საათიანი ვადა მისცეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g