ქალაქ ვერონაში გამოფენები Vinitaly და Orange Wine Festival გაიმართა, რომლებშიც ქართული ღვინის მწარმოებელი ორი კომპანია და 25 საოჯახო მარანი მონაწილეობდა.
Vinitaly ქ. ვერონაში 1967 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გამოფენაა. წელს მასში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ათასამდე კომპანია მონაწილებდა.
ქარვისფერი ღვინოების გამოფენა – Orange Wine Festival წლის განმავლობაში რამდენჯერმე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ვერონაში გამართულ ფესტივალში მსოფლიოს 11 ქვეყნიდან 87 მარანი მონაწილეობდა.