LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს – არც ისე ცუდები ვართ, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, არ იციან როგორ უნდა იყვნენ მონები..ამ თაობამ თავი ყურსასმენებით გადაირჩინა“ – რა ვიდეოს გვიზიარებს ნათია ფანჯიკიძე

245
ნათია ფანჯიკიძე

თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ აქციას ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.

ნათია სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აზიარებს და ახალგაზრდების მისამართით აღფრთოვანებას ვერ მალავს.

„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს – არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენება, მეორე – დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, არ იციან როგორ უნდა იყვნენ მონები, მესამე – ამ თაობამ თავი ყურსასმენებით გადაირჩინა. ყურსასმენებმა მისცა მათ თავის თავთან ინტენსიურად ყოფნის და თავის თავზე დაკვირვების საშუალება, გარემოს მომწამლავი ხმების კარგი მუსიკის ინტენსიურად ჩაღვრით ჩანაცვლება, ათასი ნაგვის დამახსოვრებისგან თავის არიდების შანსი.  მხოლოდ იმდენს გვისმენდნენ და გვაკვირდებოდნენ, რამდენიც აუცილებელი იქნებოდა და არცერთი წუთით მეტს. მათი წვდომა საკუთარ ფესვთანაც ამიტომაა სუფთა, მთლიანად ქართული, დაბინძურებას გადარჩენილი. არაბიოლოგიური, არამედ ნამდვილი, თავიდან, სულიერი დაბადება მხოლოდ ამგვარი ინტროვერსიითაა შესაძლებელი. ხოდა გაგვიმარჯოს ჩვენ, დამოუკიდებელ საქართველოს და ყურსასმენებს. ჩვენს შვილებს კი ბედნიერი გზა თავისუფლებისკენ,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ვიდეო: ნინი კოდალაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g