LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „ვულოცავ ანანოს მნიშვნელოვან დებიუტს ევროპის მნიშვნელოვან საოპერო სცენაზე, მიხარია, რომ ეს ჩემი პროექტის ხელშეწყობით მოხდა“ – ახალგაზრდა ქართველი სოპრანო ტულუზის საოპერო თეატრში მიიწვიეს

187
ანანო ონიანი

ახალგაზრდა ქართველი სოპრანო, ანა ონიანი ტულუზის საოპერო თეატრში, ვ.ბელინის „ნორმა“-ში კლოტილდას როლის შესასრულებლად მიიწვიეს – ანანო ონიანის წარმატების შესახებ ინფორმაციას, თეატრზე დაყრდნობით, Batumian Rhapsody / Opera’s Golden Voice ავრცელებს.

ცნობილია, რომ ანა ონიანი 8 სპექტაკლს იმღერებს. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ცნობილი სოპრანო, თამარ ივერი ეხმიანება.

„ვულოცავ ანანოს მის პირველ მნიშვნელოვან დებიუტს ევროპის მნიშვნელოვან საოპერო სცენაზე!! მიხარია, რომ ეს ყოველივე ჩემი პროექტის ხელშეწყობით მოხდა“, – წერს თამარ ივერი.

ვულოცავ ანანოს მის პირველ მნიშვნელოვან დებიუტს ევროპის მნიშვნელოვან საოპერო სცენაზე!! მიხარია რომ ეს ყოველივე ჩემი პროექტის ხელშეწყობით მოხდა🍷🍷❤️❤️👏🏼👏🏼👏🏼Ana Oniani

Posted by Tamar Iveri on ორშაბათი, 22 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g