41 წლის ენნ ჰეთეუეი V Magazine-ის გარეკანზე მოხვდა, საოცრად მრავალფეროვანი ფოტოები მსახიობმა საკუთარ ინსტაგრამზე გაავრცელა.
ამჯერად „პრინცესას დღიურების“ ვარსკვლავმა ანდროგენული სტილი მოირგო. უახლეს ფოტოებში მისი ცნობა მართლაც გაგიჭირდებათ.
ცნობისთვის, „ამაზონ სტუდიოს“ პლატფორმაზე ახალი რომანტიკული ფილმის, „იდეა შენზე“ პრემიერა შედგა. კინოსურათში მთავარ როლს სწორედ შეუდარებელი ენნ ჰეთეუეი ასრულებს. ეს გახლავთ რობინ ლის ამავე სახელწოდების წიგნზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც რეჟისორმა, მაიკლ შოულტერმა გადაიღო. ფილმი 40 წლის განქორწინებული ქალის ამბავს გვიყვება, რომელიც 15 წლის შვილს „კოაჩელას“ მუსიკალურ ფესტივალზე მიჰყვება. სწორედ იქ გაიცნობს მთავარი გმირი 24 წლის ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელიც ცნობილი ბენდის August Moon-ის ვოკალისტია. ასე იწყება თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია.