LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკუშა შენგელაია: პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში?

212
ნიკუშა შენგელაია, აქცია რესპუბლიკის მოედანზე

„ყველაფერი დაგეგმილი, ორგანიზებულია, დიდი ინტერესია დიდი ქვეყნების, ისეთი ქვეყნის მიმართ, როგორიც საქართველოა… არის მცდელობები, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დაგვაკარგინონ“, – ასე ეხმაურება მხატვარი ნიკუშა შენგელაია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ საწინააღმდეგოდ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

მისი განცხადებით, „ჩვენ გადავაბიჯეთ უკვე იმ ზღვარს, რომ რევოლუციებით იცვლება ხელისუფლებები“ და „ავედით დემოკრატიის იმ საფეხურზე, რომელსაც ჰქვია ცვლილება არჩევნებით“.

„დააკარგვინე ერს იდენტობა, ისტორია, რწმენა, ღირსება და მერე ხდები მონა და ვასალი ყველამ იმ დიდი ქვეყნისა, რაც არის. არ ვიცი ეს თუ უნდათ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ ტრიადის [მამული, ენა, სარწმუნოება] დაცვა, რომელშიც ჩარევის მცდელობა იყო.

რუსთაველზე დღეს „საყოველთაო სახალხო შეკრება” გაიმართება – შეკრებილებს მიმართავს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

ეს ტრიადა, თუ არ გაქვს, უკვე პატივს არ გცემს არავინ და პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, შენს ისტორიას, შენს ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა, მერე იზრუნებენ შენს ქვეყანაზე. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმიტომ რომ ევროკავშირის პარლამენტი კარდინალურად შეიცვლება“, – განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ .

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

მხატვარი ნიკუშა შენგელაია გადაცემაში „იმედი LIVE“

მხატვარი ნიკუშა შენგელაია გადაცემაში „იმედი LIVE“

Posted by TV Imedi on კვირა, 28 აპრილი, 2024

პოპულარულები